GNFC
სიახლე

ევროკომისიის მისიის ვიზიტი საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის განვითარებისთვის - 08 10 2017
Slider Image


საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ევროკომისიის პროგრამის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერით, 9-13 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის საექსპერტო მისია. მისიის მიზანია, საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის სისტემის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციის მომზადება.

შეხვედრებს, კინოსექტორის წარმონადგენლებთან ერთად, დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მისიის დასრულების შემდეგ, 2 კვირის მანძილზე, ექსპერტები მოამზადებენ წერილობით რეკომენდაციას და დასკვნას.


საექსპერტო მისია შედგება უცხოელი სპეციალისტებისგან:

Ms Edith Sepp-Dallas - ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი. ახალი ევროპული კინოს ასოცისაციის (FNE ) და ევროპული კინოს ხელშეწყობის ქსელის (EFP) თავმჯდომარე. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კინოს საკითხებში მრჩევლად ესტონეთის კულტურის სამინისტროში.

Ms.Renata Pawłowska-Pyra - პოლონეთის კინოს ინსტიტუტის კინოკულტურის და ფილმის გავრცელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში პასუხისმგებელი იყო კინოთეატრების განვითარების, დისტრიბუციისა და კინო განათლების პროექტებზე.

Mr. Arnfinn Inderhaug - ნორვეგიული კინოორგანიზაციის Film & Kino პროექტის Bygdekinoen - მობილური კინოთეატრი - მენეჯერი. იგი მუშაობს კინოთეატრების განვითარებისა და მართვის საკითხებზე (ექსპერტი ჩაერთვება და პრეზენტაციას გააკეთებს სკაიპის საშუალებით).

Facebook Share
უკან