GNFC
სიახლე

BIAFF 2017-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები - 25 09 2017
Slider Image



24 სექტემბერს, 18:00-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

-გრანპრი - ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.
-საუკეთესო რეჟისურა - „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - მერაბ ნინიძე ფილმში "იუპიტერის მთვარე", კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017
-საუკეთესო მსახიობი ქალი - ეჩემ უზუნ, ფილმში „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016
-ჟიურის სპეციალური პრიზი - ფილმი „დედე", მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. და ფილმ „წვეულებას" (სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. ) სამსახიობო ანსამბლი


BIAFF 2017-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო - ჟიურის თავჯდომარე), შონ მაკალისტერი „დიდი ბრიტანეთი), მეჰმეთ ალი არსლან (თურქეთი), ვიქტორ კუფალ (გერმანია), სეიფოლა სამადიანი (ირანი), შემდეგი პრიზები გასცა:

-საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
-ჟიურის სპეციალური პრიზი - „მზის ქალაქი", რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. და „თავისუფლების დღე", უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
BIAFF 2017-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - საფარ ჰაქდადოვ (ჟიურის თავჯდომარე, ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გაიცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ნაზი ღამე, ქიუ იანგი, ჩინეთი, 2017
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა სამ ფილმს:
-ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017
-სამი საფეხური, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017
-ვალპარაიზო, კარლო სირონი, იტალია, 2017


BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
-მოჰსენ მახმალბაფი (ირანი/დიდი ბრიტანეთი)
-გია ყანჩელი (საქართველო)
-ვახტანგ კიკაბიძე (საქართველო)

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო", "ბრიტანეთის საბჭო", გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა", სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა", ტურკომპანია „ვონდერლენდი", შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი"
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272







Facebook Share
უკან