GNFC
სიახლეები

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე “ალტერნატიული ტალღა 2017“ შერჩეული პროექტები - 29 08 2017
Slider Image

BIAFF კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის "ალტერნატიული ტალღის” 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა.
„ალტერნატიულ ტალღა 2017"-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები:

1.მკვლელობები - პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები.
2.ნინა - პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი.
3.ოთარის სიკვდილი - პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ "სოსო” ბლიაძე.
4.პანთეონი - პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე.
5.სამგლე - პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი.
6.უხერხემლო - პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე.
7.ქორწილი ჩემს ქუჩაზე - პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია.
8.წყნარი მთა - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე.


სკრიპტ დოქტორები - ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/.
კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები - ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College - ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/.

ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.

შეხვედრები გაიმართება სასტუმრო Wyndham Batumi- ს საკონფერენციო დარბაზში.

კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე - awbiaff@gmail.com

ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის არ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო
Facebook Share
უკან