GNFC
სიახლეები

ქართული კინოს ტრიუმფი სარაევოს კინოფესტივალზე - 18 08 2017
Slider Image

ანა ურუშაძის "საშიში დედა" სარაევოს კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა!
ლოკარნოს კინოფესტივალის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი, სარაევოშიც საუკეთესო ფილმად აღიარეს.

აღსანისნავია, რომ ანას ამავე ფესტივალზე ახალი ამბების ცნობილი საერთაშრისო პორტალის Cineuropa ჯილდოც გადაეცა.

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი" და „ჯემინი") და ესტონეთის (სტუდია „Allfilms") კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

სარაევოს კინოფესტივალზე კიდევ ერთი ქართველი კინემატოგრაფისტი დაჯილდოვდა. რატი ონელის ნამუშევარი "მზის ქალაქი" კინოფესტივალის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა.

"მზის ქალაქის" მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და მას შემდეგ იგი არაერთი პრიზის მფლობელი გახდა.

სარაევოს კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინო ღონისძიებად ითვლება.
Facebook Share
უკან