GNFC
სიახლეები

FIPRESCI Warsaw Critics Project ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა ჟურნალისტებს და კინოკრიტიკოსებს იწვევს - 08 08 2017
Slider Image

FIPRESCI Warsaw Critics Project - Warsaw Film Foundation და FIPRESCI training programme ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა ჟურნალისტებს და კინოკრიტიკოსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევოპიდან იწვევს.

ვორქშოპის 12-ე გამოშვება 13-22 ოქტომბერს ვარშავას კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მათ, კი ვინც კინოზე წერს, შესაძლებლობა მიეცემა დაესწროს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კინოღონისძიებას, შეხვდეს გამოცდილ კინემატოგრაფისტებს და ითანამშრომლოს კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ჟიურისთან.

ახალგაზრდა კრიტიკოსები FIPRESCI-ს ისეთ წევრებთან ერთად იმუშავებენ როგორებიც არიან :
  • Michael Pattison (ბრიტანელი ჟურნალისტი. მუშაობს ისეთ გამოცემებთან როგორებიცაა: Sight & Sound, Fandor, Vice და The Guardian)
  • Carmen Gray (ბრიტანელი ჟურნალისტი, წარმოშობით ახალი ზელანდიიდან. თანამშრომლობს ისეთ გამცემებთან როგორებიცაა: Dazed & Confused, Screen International და The Guardian)
ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს, უნდა ფლობდეს პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ინგლისურ ენას (გამართულად წერა და მეტყველება).

ვორქშოპის მონაწილეებს დაუფინანსდებათ სამგზავრო და ცხოვრების ხარჯები.

შევსებულ აპლიკაციას მსურველებმა უნდა დაურთონ CV, თავის წარდგენა და გამოქვეყნებული 3 ნამუშევარი.

აღსანიშნავია, რომ ვორქშოპის წინა გამოშვებების მონაწილეები ახლა თავად თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორებიცაა: Screen International, IndieWire, The Hollywood Reporter, Cineuropa.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 სექტემბერი.
კონტაქტი: fipresci@wff.pl

დამატებით ინფორმაციას გაეცანით მოცემულ ბმულზე.
Facebook Share
უკან