GNFC
სიახლეები

საქართველო ჯიფონის კინოფესტივალზე იტალიაში - 27 07 2017
Slider Image

14-22 ივლისს იტალაიში ჯიფონის ბავშვთა კინოფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 9 მოზარდი გაემგზავრა. ეროვნული კინოცენტრის და ჯიფონის კინოფესტივალის თანამშრომლობა 5 წელია გრძელდება.

ქართველი მოზარდები ორ ასაკობრივ კატეგორიაში +13 და +16 მონაწილეობდნენ. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად დატვირთული იყო. საკონკურსო ნაწილში წარმოდგენილი ფილმების შემდეგ იმართებოდა დისკუსია, რომელშიც ქართველი მოზარდები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ფესტივალს ტრადიციულად ვარსკვლავები სტუმრობენ, წლევანდელი სტუმრები იყვნენ:ჯულიანა მური, ემი ადამსი, კიტ ჰარინგტონი, ბრაიან ქრენსტონი, მიკა.

ქართველ მოზარდებს თითო სტუმართან თითო კითხვის დასმის უფლება ჰქონდათ. ჯულიანა მურს საინტერესო შეკითხვა დაუსვა ნინო გვარამიამ. კიტ ჰარინგტონს - მარიამ ყოჩიაშვილი გაესაუბრა. ემი ადამსთან აქტიური იყო - ნინა ერაძე, ბრაიან ქრენსტონს კითხვები დაუსვეს ქეთევან გორდელაძემ და სალომე ხრიკაძემ. დისკუსიების დროს განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი არჩილ გვასალიამ, ნია ჟვანიამდა ანა ყიფიანმა. ქართველმა მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ვარსკვლავების მისასალმებელი ვიდეოების მომზადებაში.


Facebook Share
უკან