GNFC
სიახლეები

EurasiaDoc 2017-ის შედეგები ცნობილია - 14 07 2017
Slider Image


ევრაზიადოკ 2017 წლის ინდუსტრიული შეხვედრების შედეგები ცნობილია. სომხეთში გამართულ დოკუმენტური პროექტების პრეზენტაციებზე ქართველმა მონაწილეებმა შეძლეს მოწვეული ევროპელი პროდუსერებისა და ტელევიზიების დაინტერესება.
სომხეთში წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული პროექტები:






1. "ნუცა” - რეჟისორი: ნუცა ალექსი-მესხიშვილი

2. "მარცხნივ” - რეჟისორი: სალომე ლაცაბიძე

3. "ის, რაც დამავიწყდა” - რეჟისორი: ზურა მამაგულაშვილი

4. "ჩემი მეზობელი” - რეჟისორი: მარადია ცაავა

ინდუსტრიულ შეხვედრებზე მოწვეულთა შორის იყო Dok Leipzig-ის წარმომადგენელი, რომელმაც ევრაზიადოკის 12 პროექტს შორის შეარჩია ქართული პროექტი "ჩემი მეზობელი” (რეჟ. მარადია ცაავა) და ავტორი მიიწვია ლაიფციგის ფესტივალის კო-პროდიუსერების შეხვედრებზე, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.
ევრაზიადოკი 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde-ს ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.
ევრაზიადოკის პროგრამა საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
Facebook Share
უკან