GNFC
სიახლეები

ელდარ შენგელაია და მისი ახალი ფილმი "სავარძელი" - 05 07 2017
Slider Image


"ნამდვილი ტალანტი არასდროს იკარგება, დიდი ოსტატები კი, როგორიც ქართული კინემატოგრაფის მეტრი, ელდარ შენგელაიაა, რჩებიან დიდ ოსტატებად სულ. ამ სიტყვებს ადასტურებს ბატონი ელდარის ახალი ფილმი "სავარძელი". ვულოცავთ მას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ფილმის წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში."
კირილ რაზლოგოვის - მოსკოვის კინოფესტივალის დირექტორის სიტყვები ელდარ შენგელაიას ფილმის ჩვენებაზე.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის კინოფესტივალზე ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის ჩვენება გაიმართა.
დიდი ქართველი რეჟისორი ახალი ნამუშევრით „სავარძელი" რუსეთის მასშტაბით კიდევ 5 კინოფესტივალზეა მიწვეული. ასევე, ელდარ შენგელაია ვარნას კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება და ამავე ფესტივალზე გაიმართება მისი ფილმის ჩვენებაც. „სავარძელს" მალე ნახავენ ლონდონშიც, ხოლო 5 ოქტომბერს ელდარ რიაზანოვის კლუბში იგეგმება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის პომპეზური პრემიერა. რუსულმა ტელეარხმა „კულტურა" ფილმის ჩვენების უფლება შეიძინა, ასევე არხმა ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ ლეგენდარულ ქართველ რეჟისორთან. ფილმი ეთერში ოქტომბერში გავა.
Facebook Share
უკან