GNFC
სიახლეები

ევრაზიადოკ საქართველო 2017-ის შედეგები ცნობილია - 04 07 2017
Slider Image

ევრაზიადოკ საქართველო 2017-ის შედეგები ცნობილია

EurasiaDoc Georgia 2017 სცენარის განვითარების რეზიდენციის 6 მონაწილიდან ფრანგული ორგანიზაცია Docmonde-ს მიერ აირჩა 4 პროექტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ერევანში, სომხეთში გამართულ პრეზენტაციების მოსამზადებელ ტრენინგსა და ინდუსტრიულ შეხვედრებში 7 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით.

წარმოგიდგენთ შერჩეულ პროექტებს:

- სალომე ალექსი-მესხიშვილი "ნუცა"
- ზურა მამაგულაშვილი "ის, რაც დამავიწყდა"
- მარადია ცაავა "ჩემი მეზობელი"
- სალომე ლაცაბიძე "მარცხნივ"

ევრაზიადოკი 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.

ევრაზიადოკის სცენარის განვითარების რეზიდენცია უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
Facebook Share
უკან