GNFC
სიახლე

ქართული ფილმი "დინოლა" ერაყში საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს - 22 05 2017
Slider Image

მარიამ ხაჭვანის ფილმი "დინოლა" ერაყში AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL-ზე დააჯილდოვეს.
მას, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს, კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა.

AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL მართალია წელს მხოლოდ მეორედ ჩატარდა, მაგრამ კინოფესტივალი ერაყში უკვე პოპულარობით სარგებლობს და 3000 სტუმარს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან.

"დინოლა" საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.
Facebook Share
უკან