GNFC
სიახლეები

ეროვნული კინოცენტრის, ანსის და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული ცნობილია - 21 04 2017
Slider Image

დღეს ცნობილი გახდა, რომ ანსის კინოფესტივალზე ქართველი ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი გაემგზავრება.
იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალზე პროექტით "ჭინკები" წარსდგება.

ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის განვითარებაზე წელს მესამედ ჩატარდა.
საფრანგეთიდან ქართველ ანიმატორებთან სამუშაოდ ანიმაციური ფილმების პროდიუსერი ოლივიე კატერინი ჩამოვიდა, რომელმაც ეროვნულ კინოცენტრში კონკურსის გამარჯვებულებისთვის ვორქშოპები ჩაატარა.

სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს ქართველმა ანიმატორემა კატერინს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები წარუდგინეს, ანსის კინოფესტივალის ჟიურიმ კი საუკეთესოდ ნათია ნიკოლშვილის "ჭინკები" აღიარა.

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წელს 2 ქართული ანიმაციური ფილმიც იქნება წარმოდგენილი: დათო კიკნაველიძის "ჯინო" და ანა ჩუბინიძის "ჯიბის კაცი".
ფესტივალთან თანამშრომლობის მიუხედავად, ანსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აქამდე ქართული ანიმაციური ფილმები არასდროს მოხვედრილა.

Facebook Share
უკან