GNFC
სიახლეები

პროექტის "კინო სკოლაში" ფარგლებში რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ახმეტასა და პანკისის ხეობაში ჩადის - 18 04 2017
Slider Image

პროექტის "კინო სკოლაში" ახალი სეზონი ახლახანს დაიწყო. ხვალ, 19 აპრილს კი კინოსპეციალისტებსა და სკოლის პედაგოგებს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც შეუერთდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორი მის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს "გაღმა ნაპირი" ახმეტასა და პანკისის ხეობაში კინოსკოლელებისთვის აჩვენებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ფილმის ჩვენება ახმეტაში, პირველ საჯარო სკოლაში 10:00 საათზე შედგება, სადაც კინოსკოლელები ახმეტის სხვადასხვა სკოლებიდან მოიყრიან თავს.
პანკისის ხეობაში კი ფილმს "გაღმა ნაპირი" 15:00 საათზე აჩვენებენ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში. ღონისძიებას კინოსკოლელები პანკისის ხეობის შემდეგი სოფლებიდან დაესწრებიან: ჯოყოლო, ბირკიანი, დუმასტური, ყვარელწყალი და საკობიანი.

გიორგი ოვაშვილის ვიზიტი კახეთის რეგიონში კახეთის რეგიონული განვითარების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

"კინო სკოლაში"კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.


Facebook Share
უკან