GNFC
სიახლეები

პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე "მძევლების" სპეციალური ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა - 12 04 2017
Slider Image

რეზო გიგინეიშვილის ფილმის "მძევლები"ადგილობრივი პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 20 აპრილს შედგება, მანამდე კი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ჩვენება გაიმართა.

ჩვენების შემდეგ ფილმის გადამღებმა ჯგუფმა სასტუმროში "რუმსი" გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.

"მძევლების" საერთაშორისო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.

ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს. "მძევლები" ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.


Facebook Share
უკან