GNFC
სიახლეები

ქართული ფილმი "დიდუბე, ბოლო გაჩერება" კინოფესტივალზე Visions du Réel - 11 04 2017
Slider Image

შორენა თევზაძის ფილმი "დიდუბე, ბოლო გაჩერება" კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის Visions du Réel საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი და იგი საქართველოსა და შვეიცარიის კოპროდუქციაა.

კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Visions du Réel 1969 წელს დაფუძნდა. იგი დოკუმენტური ფილმების პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა და ასპარეზი მისცა ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დოკუმენტალისტიკას. ფესტივალზე წარდგენილ ფილმებში ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული რეჟისორის ხედვა კრეატიული კინემატოგრაფიული ხერხით, თავად ფილმები კი ნოვატორული, დამაინტრიგებელი და დროის შესაბამისია, რაც საზოგადოების დაინტერესებას და დისკუსიაში ჩართვას უწყობს ხელს.

წლების მანძილზე ქართველ კინემატოგრაფისტებს კინოფესტივალზე Visions du Réel არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო მოუპოვებიათ, წელს კი ფესტივალი შორენა თევზაძის ფილმის საერთაშორისო პრემიერას უმასპინძლებს.
Facebook Share
უკან