GNFC
სიახლეები

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" სოფიას კინოფესტივალის პრიზიორია - 20 03 2017
Slider Image

სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების შემდეგ, ქართული ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა.
პრიზი ფილმის რეჟისორებს ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს გადაეცათ.

სოფიას კინოფესტივალი 9-19 მარტს გაიმართა. კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართულ ფილმთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ ცამეტი მხატვრული ფილმი იყო წარდგენილი.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც 3 თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. უეცრად კი 52 წლის მარინა ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს!

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია "ნეტფლიქსმა" შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება. "ნეტფლიქსის" პრემიერამდე კი 2017 წელს ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნახვას მაყურებელი საფრანგეთის, გერმანიისა და საქართველოს კინოეკრანებზე შეძლებს.

Facebook Share
უკან