GNFC
სიახლეები

"პალიტრა მედია" ქართული კინოს მხარდასაჭერად - 15 03 2017
Slider Image

საქართველოში ყველაზე მსხვილი მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია" ქართული კინოს მხარდაჭერას იწყებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ კინოცენტრსა და "პალიტრა მედიას" შორის უკვე ხელმოწერილია.

ჰოლდინგი აქამდეც აშუქებდა მნიშვნელოვან სიახლეებს ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატებების შესახებ, მაგრამ ახლა თანამშრომლობა უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან ამბებს გააშქებს Ambebi.ge, allnews.ge, reitingi.ge, ipn.ge.

"პალიტრა მედია" ეროვნული კინოცენტრის ახალ პროექტშიც ჩაერთვება, რომლის წარდგენაც სულ მალე იგეგმება.

Facebook Share
უკან