GNFC
სიახლეები

2 ქართული ანიმაციური ფილმი ანსის კინოფესტივალზე - 14 03 2017
Slider Image

ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.

ფესტივალთან თანამშრომლობის მიუხედავად, ანსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აქამდე ქართული ანიმაციური ფილმები არასდროს მოხვედრილან. წელს კი საკონკურსო პროგრამაში ერთდროულად 2 ქართული ანიმაცია იქნება წარმოდგენილი : დათო კიკნაველიძის "ჯინო" და ანა ჩუბინიძის "ჯიბის კაცი".

"ჯინო" პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად.

"ჯიბის კაცი" კი პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში, რომლის საერთაშორისო პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ იორკში შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფილმმა კანადაში, მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მოპოვება შეძლო.
ფილმი პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.


Facebook Share
უკან