GNFC
სიახლეები

ქართული ფილმი "ანას ცხოვრება" საფესტივალო კარიერას ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს - 13 03 2017
Slider Image

ნინო ბასილიას არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი "ანას ცხოვრება" საფესტივალო კარიერას ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს.

ვენაში კინოფესტივალი Let's see festival 21-27 მარტს ჩატარდება, ლოს ანჯელესში კი კინოფესტივალი SEE festtival - South Eastern Europian 26 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ორივე ფესტივალზე "ანას ცხოვრება" ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

"ანას ცხოვრება" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.

ფილმს უკვე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.
მთავარი ჯილდოები პალმა დე მაიორკასა და საფრანგეთში არასის კინოფესტივალებზე და კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო "ფიპრესი" ქაიროს A კლასის კინოფესტივალზე.

"ანას ცხოვრება" სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.




Facebook Share
უკან