GNFC
სიახლე

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა - 26 09 2016
Slider Image

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF ქალაქ ბათუმში 18-25 სექტემბერს ჩატარდა.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილ იქნა 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
მოწვეული იყვნენ სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).

25 სექტემბერს, კინოფესტივალის დახურვის დღეს ცნობილი გახდა გამარჯვებულთა ვინაობა.

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

  • გრანპრი - „ზოოლოგია", ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია
  • საუკეთესო რეჟისურა - "უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი", რეზა მირკარიმი, ირანი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი - ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია", ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/საფრანგეთი/გერმანია
  • ჟიურის სპეციალური პრიზი - „სიყვარულის შეერთებული შტატები", ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, "რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი

  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი
  • ჟიურის სპეციალური პრიზი - „ნათესავები", ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ლეთა", დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო
  • ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს: - „დაკარგული მიწა", ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, "როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ასევე გაიცა შემდეგი პრიზები:
  • ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პრიზი გადაეცა ფილმს - "დაკარგული სოფელი”, გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი
  • ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის "თოფუზის” პრიზი ფილმს - "სტუმარი”, ნინო შაბურიშვილი, საქართველო/საფრანგეთი
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
  • ვადიმ აბდრაშიტოვი (რუსეთი)
  • ბერდია ინწკირველი (საქართველო)
BIAFF კინოფესტივალის განვითარებისთვის პრიზი გადაეცა - ანჟეი სლოვიცკის

BIAFF-ის ინდუსტრიული პლატფორმის "ალტერნატიული ტალღა” პრიზი (კინოააპარატურის არენდის სერვისის ვაუჩერი) გადაეცა შემდეგ კინოპროექტს:
  • "ინგა” - რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, სცენრის ავტორები - ზაზა კოშკაძე/მერი ბექაური/დავით აბრამიშვილი, პროდუსერი - გეგა ხმალაძე

დახურვის ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის "წინ მაილს” ჩვენება

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში ჩატარდა.
ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი, ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერია.

Facebook Share
უკან