GNFC
სიახლე

ქართული პროექტი ევროპული კოპროდუქციისა და დაფინანსების ფორუმზე - 13 07 2016
Slider Image

ლალი კიკნაველიძისა და მიხო მოსულიშვილის პროექტი "დიდი ძუ დათვი" პრესტიჟული ევროპული კოპროდუქციის მარკეტისთვის შეარჩიეს, რომელიც ნორვეგიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 23-26 აგვისტოს ჩატარდება.
კოპროდუქციისა და დაფინანსების ფორუმი მოიცავს პროექტის წარდგენას, პოტენციურ დამფინანსებლებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს,ლექციებსა და სხვა ინდუსტრიულ აქტივობებს.
ფორუმზე პროექტს წარმოადგენს ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ლალი კიკნაველიძე.

"დიდი ძუ დათვი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი შექმნილია მიხო მოსულიშვილის ამავე სახელწოდების კინორომანის მიხედვით.


Facebook Share
უკან