GNFC
სიახლე

კინოაგენტების სკოლის SOFA ვორქშოპის მონაწილეების ვინაობა კარლოვი ვარში გახდა ცნობილი - 06 07 2016
Slider Image

კინოაგენტების სკოლის SOFA დირექტორმა ნიკოლაი ნიკიტინმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2016 წლის გამოშვების მონაწილეების ვინაობა გამოაცხადა.

რჩეულ პროექტებს შორის მოხვდა ქართული მედია-პაკეტი "ნუში", რომელსაც SOFA-ს ვორქშოპზე თეკლა მაჭავარიანი წარადგენს.

ვორქშოპის ქართველი მონაწილის შესარჩევად ნიკოლაი ნიკიტინი ცნობილ გერმანელ პროდიუსერთან პიტერ რომელთან ერთად რამდენიმე თვის წინ თავად სტუმრობდა თბილისს.


School of Film Agents SOFA არის უნიკალური ვორქშოფი, რომელიც აძლევს საშუალებას "კინოაგენტებს” ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, ცენტრალური აზიიდან და კავკასიის რეგიონიდან, იმუშაონ გამოცდილ ექსპერტებთან ერთად თავიანთ პროექტებზე, რომელიც მიმართულია თავისი რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის გასავითარებლად.

ვორქშოპი პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში 19-28 აგვისტოს ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
Facebook Share
უკან