GNFC
ფილმები

მე ვარ ბესო
Slider Image

92 წთ. DCP 2K

რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე
სცენარი: ლაშა ცქვიტინიძე
ოპერატორი: შალვა სოყურაშვილი
პროდიუსერი: ნოდარ ნოზაძე
როლებში: ცოტნე ბარბაქაძე, სოსო ტარყაშვილი, ზაზა სალია, ნანული ხვედელიძე, ლერი ბექაური, სერგო გალსტიანი, ვიქტორ ბარბაქაძე
მწარმოებელი კომპანია: შპს პანსიონატი (საქართველო) pansionatfilm@gmail.com


სინოფსისი

ბესო არის 14 წლის ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ მიგდებულ სოფელში იზრდება. ბესოს ოჯახში ბევრი პრობლემაა, მამა ჩერნობილში დაინვალიდებული ხანშიშესული კაცია, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებს და ოჯახის წევრებს აგინებს. ბესოს დედა ოჯახის ძირითადი მარჩენალია, ყოველ დილით ქალაქში დადის სავაჭროდ. ძმა ლერი ჰომოსექსუალია და სახლში ცეკვის კერძო გაკვეთილებს ატარებს. ბესოს და მის მეგობარ ბექას თანაკლასელები ჩაგრავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბესო და ბექა დროს კარგად ატარებენ, ბენზინს ყნოსავენ, გოგოებს ეპრანჭებიან და ბავშვურად ერთობიან. ბესო რეპს წერს დიქტოფონზე და ოცნებობს, რომ მუსიკით ბევრი ფული იშოვოს, ოჯახს დაეხმაროს და ცხოვრება აიწყოს.




მე ვარ ბესო (I am Beso) - Trailer




Facebook Share
უკან