GNFC
ფესტივალები

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - თოფუზი - 30 09 2015
Slider Image

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი"იმართება ოქრომბერის დასაწყისში, ქ. ბათუმში.

www.adf.ge

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი" დაარსდა 2009 წელს ქ. ბათუმში. ფესტივალის ორგანიზატორია „ანიმაციის განვითარების ფონდი".

მისი მიზანია ხელი შეუწყოს კინო დარგის, ანიმაციური ჟანრის განვითარებას საქართველოში, კრეატიული აზროვნების, გამოცდილების,ახალი ტექნოლოგიების, მუშაობის სტილის გაცნობა გაზიარებას, ურთიერთობების გამყარებას უცხოელ პარტნიორებთან, ახალი კონტაქტების დამყარებას და ქართული ანიმაციის ინტეგრაციას მსოფლიოში.

ფესტივალი მოიცავს საკონკუსო და საინფორმაციო პროგრამებს. ტარდება შეხვედრები ავტორებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საკონკურსო ნომინაციებში გამარჯვებულებს ავლენს საერთაშორისო ჟიური (5 წევრი), საბავშვო ჟიური ( 9 წევრი) და ინტერნეტ მაყურებელი.

  • გრან პრი –საერთაშორისო ჟიური
  • საუკეთესო ქართული ფილმი –საერთაშორისო ჟიური
  • საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის –საერთაშორისო ჟიური
  • საუკეთესო ფილმი ბავშვებისათვის –საბავშვო ჟიური
  • საუკეთესი დებიუტი –საერთაშორისო ჟიური
  • საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი –საერთაშორისო ჟიური
  • საუკეთესო TV სერიალი –საერთაშორისო ჟიური
  • საუკეთესო ინტერნეტ ფილმი– ინტერნეტ მაყურებელი

 


ანიმაციის განვითარების ფონდი" იტოვებს უფლებას გადასცეს დამატებით პრიზები და დიპლომები ფესტივალის მონაწილეებს, თავისი შეხედულებისამებრ.

Facebook Share
უკან