GNFC
ფესტივალები

სტუდენტური ფილმების ფესტივალი ამირანი - 18 05 2015
Slider Image

"ამირანი”-ს იდეა 1978 წლიდან იღებს სათავეს . თავიდან იგი დაიწყო როგორც "ბიენალე”. მისი დაარსებიდანვე,კინემატოგრაფიულ წრეებში "საბჭოთაკავშირის” ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული.სხვა და სხვა წლებში, მისიჟიურის წევრები იყვნენ ისეთი ცნობილი კინოხელოვანნი, როგორებიც არიან : ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ლეონიდ გაიდაი, მესჩენკო, იზრაელიანი და სხვანი.

წინა საუკუნის90- იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ფესტივალი შეჩერდა.

2007 წელსსაქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფოუნივერსიტეტმა აღადგინა სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაყოველწლიურად ატარებს მას.

ფესტივალი აჯილდოვებს 5 ნომინაციაში:

  • გრან პრი
  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო რეჟისური
  • საუკეთესო ხმოვანი რიგი
  • საუკეთესო ვიზუალური რიგი

ასევე, ყოველწლიურად გაიცემა სპეციალური აღნიშვნის სიგელი.

ყოველწლიურად ფესტივალს სტუმრობენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრებიც ფესტივალის ფარგლებში ატარებენ მასტერ-კლასებს და ვორქშოფებს.

ფესტივალის მიზანია სტუდენტური ფილმების და მათი ავტორების პოპულარიზაცია, საერთაშორისო კავშირების დამყარება და შედეგად ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივის შექმნა.

Facebook Share
უკან