GNFC
ფესტივალები

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი - 24 09 2015
Slider Image

www.biaff.org

კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის, ქართველ და უცხოელ კინემატოგაფებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და შემოქმედებითი გამოცდილებების გაცვლის მიზნით ბათუმში 2006 წელს დაარსდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ოფიციალური ორგანიზატორია "ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი”.
ფესტივალი საავტორო კინოზეა ორიენტირებული.

2006 წელსვე ჩატარდა პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო, მონაწილეობდა 23 ქვეყანა (ევროპიდან, აზიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან) და მხადამჭერი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალი ყოველწლიურია და ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში, საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებისამებრ.
კინოფესტივალის პროგრამა:


  • საკონკურსო ფილმები – მხატვრული და დოკუმენტური კინოს სექციები
  • "აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო” – საქართველო, კავკასია, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია
  • "შეხვედრა ჟიურისთან"– ჟიურის წევრების კინოფილმები
  • არასაკონკურსო ჩვენების სექცია – მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმები
  • რეტროსპექტივები

ფესტივალზე ფილმები ფასდება შემდეგი ნომინაციებით:

 


  • გრან პრი
  • საუკეთესო მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი
  • ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი
  • ჟიურის სპეციალური პრიზი

 


დამატებითი პრიზებით:


კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ქართველი კინემატოგრაფისტი),
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (უცხოელი კინემატოგრაფისტი),
დირექციის პრიზი.


Facebook Share
უკან