GNFC
ფესტივალები

ოქროს პეპელა - საბავშვო ფილმების ფესტივალი - 30 07 2015
Slider Image

 

„ რამდენიმე წელია თბილისში დაარსდა ძალიან საინტერესო და საყურადღებო კინო ფორუმი 18 წლამდე მოზარდებისათვის სახელწოდებით „ოქროს პეპელა". პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და მსოფლიოს გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება. 2011 წლიდან დღემდე მუდმივად ვესწრები ფესტივალს და მახარებს ის გარემო რაც 3 დღის მანძილზე ხვდებათ მოზარდებს. „ოქროს პეპელას" განსაკუთრებულ ღირსებად მიმაჩნია პროექტის სასწავლო-საგანმანათლებლო მხარე. აქ ბავშვები ხვდებიან გამოჩენილ კინომოღვაწეებს, პრაქტიკოს კინომუშაკებს და ადგილზე ეცნობიან თანამედროვე კინო-ტექნოლოგიებს, მონაწილეობენ კინო-ეტიუდებში და სწავლობენ სინთეზური მუშაობის უნარ-ჩვევებს. საყურადღებოა ფესტივალის დირექციის მიდგომა საკონკურსო პროგრამისადმი, სადაც წარმოდგენილ მოკლემეტრაჟან ნამუშევრებს არ მოეთხოვება ფორმატის მაღალი დონის ხარისხი. აქ კომპენტენტური ჟიური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოზარდის იდეას, მისი გადწყვეტის ფორმას და ხერხებს. ფესტივალი უკვე 2 წელია გახდა საერთაშორისო მასშტაბის, მასში საქართველოს გარდა მონაწილეობდა მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მოზარდი. „ოქროს პეპელა" აგრეთვე საშუალებას აძლევს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ნიჭიერ კინო-მოყვარულ ბავშვებს ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ ფორუმში.

 

 

 

ვფიქრობ 2014 წელი განსაკუთრებული იქნება „ოქროს პეპელას" ისტორიაში. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან „ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის" ECFA-ს ხელმძღვანელები და მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოპებსა და მასტერკლასებში, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს და პოპულარულს გახდის ფესტივალს.ყოველივე ზემოთ აღნიშნული არის „ოქროს პეპელას" მომავალი წარმატებული პერსპექტივის საფუძველი . გისურვებთ დიდ წარმატებებს."


 

 


პატივისცემით , კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე



2014 წლის 30, 31 მაისს და 1 ივნისს თბილისის „ევროპული სკოლა" მეოთხედ მასპინძლობს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა".


ფესტივალი დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს – საქართველოში, თბილისში, კერძოდ "ევროპულ სკოლის" სატელევიზიო სტუდიის ბაზაზფესტივალის გრან პრის მფლობელები გახდნენ:


2011 წ. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „სტუმარი ჰოლანდიიდან" რეჟ. თამარ არველაძე "ESTV” 





2012 წ. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „უდრის გულს" რეჟ. თეკლა თევდორაშვილი "ESTV” 




2013 წ. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - „Love hurts” რეჟ. პეტრე თომაძე company "studio+A” 




ფესტივალის პროგრამა მოიცავს: მოკლემეტრაჟიანი (7 წუთამდე) მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური ფილმების კონკურსს, აგრეთვე ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

საკონკურსო ფილმი წარმოადგინეთ ინგლისური სუბტიტრებით.

ფესტივალის მონაწილეს ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს.


ფესტივალის მონაწილემ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.  იხილეთ დანართი 




ფესტივალისთვის საკონკურსო ფილმების შერჩევა დაიწყება 2014 წლის 15 მარტს, დედლაინი 2014 წლის 15 მაისი.

საკონკურსო პროგრამას აფასებს პროფესიონალური ჟიური, რომლის შემადგენლობას ადგენს ფესტივალის დირექტორატი, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან შეთანხმებით.

ფესტივალში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო ანიმაციური ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, მემონტაჟე, მსახიობი გოგონა, მსახიობი ბიჭი, ეპიზოდური როლი, მუსიკა და „გრან პრი" – „ოქროს პეპელა" - 2014 წლის საუკეთესო ფილმისათვის.

საკონკურსო ფილმები განთავსდება ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე www.goldenbutterfly.org


2013 წლიდან „ოქროს პეპელა" არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის ECFA-ს წევრი



Georgia - International Children's Film Festival "Oqros Pepela"

 

Irakli Jaoshvili
34 g. Al. Kazbegi ave 'European School', 0177 Tbilissi, Georgia
Email: oqrospepela@yahoo.com

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროპის საბავშვო ფილმების ასიციაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თბილისის მერია და ტელეკომპანია „პირველი არხი". 


საკონკურსო ფილმები წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

თბილიოსი . ყაზბეგის გამზ. 34 „ევროპული სკოლა" საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა" ტელ. 599 900862 ან 597 999822 ან ატვირთეთ ინტერნეტში და გამოაგზავნეთ ლინკი ელექტრონულ ფოსტაზე oqrospepela@yahoo.com









 


 

 

Facebook Share
უკან