GNFC
კონკურსები

ანესი საქართველო - 11 09 2018
Slider Image

ანესის და ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალები, კინოცენტრი „ქართული ფილმი-აფხაზეთი" და სტუდია "კვალი XXI" აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ოქტომბერი. 

კონკურსის შედეგად ანესის ფეტსივალის ექსპერტების  მიერ საქართველოდან შეირჩევა 6  ანიმაციური ფილმის პროექტი.

საქართველოში ჩამოვა ანესის ფესტივალის მიერ შერჩეული პროდიუსერი, რომელიც 2018 წლის  15 ოქტომბრიდან - 19 ოქტომბრის  ჩათვლით, შერჩეულ 6 პროექტის ავტორს, 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს. (სამუშაო ენა ინგლისური)

ტრენინგების შედეგად, ანესის ფეტსივალის ექსპერტების მიერ გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც 2019 წლის ივნისში ანესის ფესტივალის ბაზრობაზე წარსდგება.

მონაწილის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო  ანესის ფესტივალი აკრედიტაციით უზრუნველყოფს მას.

დეტალური ინფორმაცია საბუთების შემოტანასთან დაკავშირებით და განაცხადის პირობები გთხოვთ იხილოთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე,

პროექტები ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: 

s.danelia@gnfc.ge
kvalixxi@gmail.com 

Facebook Share
უკან