GNFC
კონკურსები

ანიამაციური პროექტის განვითარების ვორქშოფის გამარჯვებული ცნობილია - 05 11 2018
Slider Image

დღეს ცნობილი გახდა, რომ ანიამაციური პროექტის განვითარების ვორქშოფში ლილი დადიანმა გაიმარჯვა პროექტით „მგელი ტატე".

ანსისა და ნიქოზის კინოფესტივალების, კინოცენტრის  "ქართული ფილმი-აფხაზეთი” და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ერთობლივი ვორქშოფი ეროვნულ კინოცენტრში წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.
საფრანგეთიდან ქართველ ანიმატორებთან სამუშაოდ  ევროპული ანიმაციის ჯილდოს დამფუძნებელი, ფრანგული კინოფონდის „პიქტანოვოს" ანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი, პროდიუსერი - ოლივიე კატერინი ჩამოვიდა, რომელმაც ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპები ჩაატარა.

სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს ქართველმა ანიმატორემა ოლივიე კატერინს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები წარუდგინეს, ანსის კინოფესტივალის ჟიურიმ კი საუკეთესოდ  ლილი დადიანის პროექტი „მგელი ტატე" აღიარა.

Facebook Share
უკან