GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებული პროექტი „ინგა“ ლიტვის კინოფონდის რჩეული გახდა - 20 07 2018

ეროვნული კინოცენტრის  მიერ დაფინანსებული პროექტი „ინგა"  ლიტვის კინოფონდის კოპროდუქციის კონკურსის რჩეული გახდა. „ინგა"-ს რეჟისორები დათო აბრამიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი არიან, რომელთა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი" მსოფლიოს მრავალი ფესტივალის ყურადღების ცენტრში მოექცა (სცენარის ავტორები: მარიამ ბექაური, ზაზა კოშკაძე).  

საქართველოს მხრიდან „ინგა"-ს მწარმოებელი კომპანიებია : „სიბლერ ფილმსი„ და „ნათურა ფილმი", ხოლო პროდიუსერები: ციაკო აბესაძე, გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი. ლიტვისა და ლუქსემბურგის მხრიდან პროექტში ჩართულია შემდეგი კომპანიები: „FILMAI LT" და „Paul Thiltges Distributions".

„ინგა" 2017 წელს მანჰაიმის შეხვედრების ადგილის რჩეული პროექტიც იყო, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მოხდა მისი განვითარება.
 
„ინგა"-ს წარმოება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

Facebook Share
უკან