GNFC
კონკურსები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების ვორქშოპში მონაწილეთა ვინაობა უკვე ცნობილია! - 18 07 2018
Slider Image

2018 წლის აპრილში გაიმართა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსი

საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით შერჩეულმა გამარჯვებული პროექტების ავტორებმა, 26-27ივნისს გასაუბრება გაიარეს საერთაშორისო ექსპერტთან/პროდიუსერთან ოლენა იეროშოვასთან, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს. (იხილეთ ოლენა იეროშოვას CV)


გასაუბრების შემდეგ, ოლენა იეროშოვამ შეარჩია 5 პროექტი, რომელთა პროდიუსერებიც გაივლიან ტრენინგებს და განავითარებენ საკუთარ პროექტებს საერთაშორისო კინომარკეტებსა და ფიჩინგ სესიებზე წარსადგენად.

შერჩეულია შემდეგი 5 პროექტი:

,,გაუმარჯოს!''(პროდიუსერი -გიორგი ვარსიმაშვილი, რეჟისორი - გიორგი ვარსიმაშვილი, სცენარის ავტორი- გიორგი ვარსიმაშვილი ).

,,აღდგომა'' (პროდიუსერი -ელენე თავაძე , რეჟისორი - სოფიო ჭინჭარაული , სცენარის ავტორი- ზაზა კოშკაძე )

,,ნაცრისფერი ცა'' ( პროდიუსერი: კონტანტინე კალანდაძე , რეჟისორი: ეკატერინე ჭელიძე , სცენარის ავტორი: ეკატერინე ჭელიძე )

,,დიაკვანი''( პროდიუსერი: გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი: გიორგი თავართქილაძე , სცენარის ავტორი: გიორგი თავართქილაძე )

,,ბავშვი''( პროდიუსერი: ნინო ბასილია , რეჟისორი: ნინო ბასილია , სცენარის ავტორი: ნინო ბასილია)


კინოცენტრი გისურვებთ წარმატებას!

 

Facebook Share
უკან