GNFC
კონკურსები

სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 03 05 2018
Slider Image

ეროვნული კინოცენტრის მიერ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოცმა პროექტმა.

3 მაისს, საექსპერტო კომისიის სხდომაზე , II ტურში გადასულ 6 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ,,რეალური არსებები" (პროდიუსერი - შპს ,,1 დროფ ფილმი",რეჟისორი - ვახტანგ ჯაჯანიძე, სცენარის ავტორი - ვახტანგ ჯაჯანიძე, თეონა დოლენჯაშვილი); - 103 ქულა;

2. ,,ქორწილი ჩემ ქუჩაზე" (პროდიუსერი - შპს,,20 steps production" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - შოთა გამისონია);- 99 ქულა;

3. ,,სამგლე" (პროდიუსერი - შპს ,,არტიზმი" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - იოანე ფეზუაშვილი);- 105 ქულა;

4. ,,ოთარის სიკვდილი" (პროდიუსერი - შპს ,,მაისის ფერი", რეჟისორი და სცენარის ავტორი - იოსებ(სოსო) ბლიაძე); - 106 ქულა;

5. ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (პროდიუსერი - შპს ,,ბისტუდია", რეჟისორი და სცენარის ავტორი- ბესიკ სოლომანაშვილი); - 108 ქულა;

6. ,,ანატორი: მკვდრების სოფელი" (პროდიუსერი - შპს ,,სიბლერ ფროდაქშენი",რეჟისორი - გიორგი გოგიჩაიშვილი , სცენარის ავტორი - გიორგი გოგიჩაიშვილი, მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე); - 108 ქულა.

საექსპერტო კომისია რეკომენდაციას წარუდგენს ეროვნულ კინოცენტრს დაფინანსდეს შემდეგი 3 (სამი) პროექტი:

1.პროექტი ,,ანატორი: მკვდრების სოფელი" - 278 585 (ორას სამოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარი;

2.პროექტი ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - 299 083 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ოთხმოცდასამი ) ლარი;

3.პროექტი ,,ოთარის სიკვდილი" – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!

Facebook Share
უკან