GNFC
კონკურსები

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის 2018 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 12 03 2018
Slider Image


ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის 2018 წელს წარმოების  დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 13 პროექტი.
მეორე ტურში გადასულ 5 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
,,ყვავი'' (პროდიუსერი - შპს ,,20 სტეპს პროდაქშენს" ვლადიმერ  კაჭარავა , რეჟისორი - ალექსანდრე ქათამაშვილი , სცენარის ავტორი - ალექსანდრე ქათამაშვილი, ნიკოლოზ მდივანი)- 208 ქულა.
,,ტრაური'' (პროდიუსერი - ა(ა)იპ ,,ანიმაციის განვითარების ფონდი'' ზურაბ დიასამიძე, რეჟისორი და სცენარის ავტორი - პეტრე თომაძე) – 209 ქულა.
,,განდეგილი''(პროდიუსერი - შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება ,,ლირა ფროდაქშენი" ლალი კიკნაველიძე, რეჟისორი და სცენარის ავტორი - დათო კიკნაველიძე ) – 185 ქულა.
,,მიტოვებული სოფელი''(პროდიუსერი -  საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა ''კვალი XXI'' ცოტნე კალანდაძე , რეჟისორი და სცენარის ავტორი - მარი კაპანაძე) – 186 ქულა.
,,ფრენცის სასადილო" (პროდიუსერი - ააიპ ,,სტუდია ჯიბის კაცი" ანი ჩუბუნიძე , რეჟისორი და სცენარის ავტორი - ანი ჩუბუნიძე) – 204 ქულა.
საკონკურსო ფონდი შეადგენს 250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს. 
საექსპერტო კომისის რეკომენდაცით  ეროვნულ კინოცენტრი დააფინანსებს შემდეგ 4 (ოთხი ) პროექტს:
1.პროექტი - ,,ტრაური’’ –  27 000 (ოცდაშვიდიათასი) ლარი;
2.პროექტი - ,,ყვავი’’  –  60 000 (სამოციათასი)  ლარი;
3.პროექტი - ,,ფრენცის სასადილო"  – 113 000(ასცამეტიათასი) ლარი;
4.პროექტი - ,,მიტოვებული სოფელი'' –  50 000 (ორმოცდაათიათასი) ლარი;

თითოეული პროექტის ბიუჯეტი საექსპერტო კომისიის მიერ შეთანხმებულია პროექტის პროდიუსერთან.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!

Facebook Share
უკან