კონკურსები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი 2018 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 22 12 2017
Slider Image

ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი 2018 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 8 პროექტი.

მეორე ტურში გადასულ 5 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. ,,სამურაი დასვენების ჟამს (საპროდიუსერო კომპანია- შპს ,,ალამდარი’’  , რეჟისორი-ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი - აკა მორჩილაძე, ლევან თუთბერიძე ) – 161 ქულა
  2. ,,მოქალაქე წმინდანი’’(  საპროდიუსერო კომპანია- შპს  ,,არტიზმი" , რეჟისორი - თინათინ ყაჯრიშვილი, სცენარის ავტორი - თინათინ ყაჯრიშვილი) -  159 ქულა
  3. ,,წყლების მაღაზია" (საპროდიუსერო კომპანია- შპს,,სტუდია99", რეჟისორი - შტეფან ტოლცი , სცენარის ავტორი - ირაკლი სოლომონაშვილი ) -158 ქულა
  4. ,,ციცინათელები" (საპროდიუსერო კომპანია- ააიპ ,,და იქმნა ნათელი" , რეჟისორი - ლევან ანჯაფარიძე, სცენარის ავტორი - ლევან ანჯაფარიძე ) – 157 ქულა
  5. ,,ბედისწერა" (საპროდიუსერო კომპანია-  შპს ,,სილქ ფაქტორი სტუდიო", რეჟისორი - გიორგი ხაინდრავა, სცენარის ავტორი - გიორგი ხაინდრავა) – 157 ქულა.

საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 100 000 (მილიონ ასი ათასი) ლარს. საექსპერტო კომისის რეკომენდაცით  ეროვნულ კინოცენტრი დააფინანსებს შემდეგ 3 (სამ) პროექტს:

  1. პროექტი - ,,სამურაი დასვენების ჟამს’’  –  400 000 (ოთხასი ათასი ) ლარი;
  2. პროექტი - ,,მოქალაქე წმინდანი’’  –  340 000 (სამას ორმოცი ათასი) ლარი;
  3. პროექტი - ,,წყლების მაღაზია’’ – 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი.
თითოეული პროექტის ბიუჯეტი საექსპერტო კომისიის მიერ შეთანხმებულია პროექტის პროდიუსერთან.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!


Facebook Share
უკან