კონკურსები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები - 20 12 2017
Slider Image



კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტის განვითარების დაფინანსება.
2017 წლის 20 დეკემბერს ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების მიზნით.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო   გზამკვლევი  გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

კონკურსში  არ მიიღება იმ პროდიუსერთა პროექტები, რომლებსაც გადაღებული აქვთ ორი ან მეტი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დაიშვებიან იმ პროდიუსერთა პროექტები, რომლებსაც გადაღებული აქვთ ერთი მოკლემეტრაჟიანი ან სრულემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 


პროექტის განვითარების კონკურსი 
საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით  შერჩეული პროექტები დაფინანსდება     5 000 (ხუთი ათასი) ლარით.


  სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია 

1.აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
2.იურიდიული პირებისათვის: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (განახლებული);
3.ფიზიკური პირისთვის: პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);
4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
5.ავტორების პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
6.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი,) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
7.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
8.პროდიუსერის მოტივაცია;
9.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (ერთი მოკლემეტრაჟიანი ან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი),  ასევე აუცილებელია პროდიუსერმა იცოდეს ინგლისური ენა საკომუნიკაციო დონეზე;
10.რეჟისორის ხედვა;
11.რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა);
12.მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
13.სცენარი 
14.ბიუჯეტი

კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ პროექტის ავტორთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.
პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროდიუსერის და რეჟისორის მიერ პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობის შესახებ.

 გამარჯვებული პროექტის ავტორები,  რომლებიც დაფინანსდებიან თითოეული 5000 (ხუთი ათასი) ლარით  ვალდებულები არიან  ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით კინოცენტრს ჩააბარონ:

1.სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ლოგლაინი;
2.სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინოფსისი (1 გვერდამდე);
3.სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის თრითმენტი (8 - დან 12 გვერდამდე);
4.მუდ ბუქი - ქართული და ინგლისური ვერსიები (ლოგლაინი, სინოფსისი 1 გვ, რეჟისორის ხედვა 1,5 - 2 გვ, პროექტის ვიზუალური კონცეფცია შესაძლებელი მინიშნებებით - მითითებებით სხვა უკვე ცნობილი ფილმების მაგალითებზე - References, ესკიზები, ლოკაციების ან სავარაუდო ლოკაციების ფოტოები, ქასთინგი ან სავარაუდო ქასთინგი, შემოქმედებითი ჯგუფის ბიოგრაფიები, პროდიუსერის ხედვა, კომპანიის პროფილი, პროექტის ტექნიკური, ფინანსური და კალენდარული ზოგადი მახასიათებლები - Project Summary) წარმოდგენილი ბუკლეტის ფორმატში. 
5.პროდიუსერის მოტივაცია;
6.რეჟისორის ხედვა;
7.მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
8.ფინანსური გეგმა (საიდან შეივსება ფილმის სრული ბიუჯეტი);
9.დასრულებული ფილმის სცენარი ქართულ ენაზე - რედაქტირებული. (გამართულ ქართულ ენაზე, გრამატიკული შეცდომების გარეშე);
10.ყველა დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით.

გამარჯვებული პროექტის ავტორების მიერ კინოცენტრში წარმოდგენილ განვითარებულ პროექტებს  ჩაიბარებს  კომისია, რომლის  ერთ-ერთი წევრი იქნება მოწვეული უცხოელი ექსპერტი. აღნიშნული კომისია გამოავლენს იმ პროექტებს, რომლის პროდიუსერსა და რეჟისორს მიეცემათ საშუალება ერთი წლის განმავლობაში უცხოელი ექსპერტის დახმარებით შეიმუშაონ (და შემდგომ განახორციელონ) პროექტის განვითარებისა და საერთაშორისო პლატფორმებზე პოზიცირების სტრატეგია.
პროექტის განვითარების პერიოდში მონაწილეები უცხოელი ექსპერტის ხელმძღვანელობით პრაქტიკული მეცადინეობების შედეგად ისწავლიან ფინანსური გეგმის, მუდ ბუქის, სტრატეგიული სამოქმედო თუ ფინანსური  გეგმის სხვადასხვა ვარიანტების (გეგმა"ა", გეგმა „ბ" და ა.შ.), სინოფსისის, თრითმენტის, ლოგლაინის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, პროექტის წარდგენის (ფიჩინგის) ხელოვნებას, ექნებათ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებთან (პოტენციურ კოპროდუსერებთან), ისწავლიან პარტნიორებთან (კოპროდუსერებთან), თანამშრომლობის სპეციფიკას, ასევე გაეცნობიან მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ფონდების კონკურსებში მონაწილეობის წესებს და პროექტის წარდგენის თავისებურებებს. განვითარების პროექტში მონაწილეები სრულად შეისწავლიან თანამედროვე პირობებში დაფინანსების მოპოვების გზებს.      

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის 2017 წლის 1 მაისის  #100 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამგზავრო თანხის გაცემის წესის"  შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს იმ პროექტთა ავტორების სხვადასხვა პლატფორმებზე გამგზავრებას, რომელთაც ექნებათ ოფიციალური მოწვევა   ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე.   
                                                     
ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ  საშუალებით 2018  წლის  19 თებერვალს  18:00 სთ-მდე (ელექტრონულ აპლიკაციაში ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა კონკურსანტებს მიეცემათ  საკონკურსო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენამდე).
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  კინოცენტრში ბეჭდური  სახით  2018 წლის 23  თებერვალს 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში  პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად. 


შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა (პროდიუსერი და რეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები და რეჟისორები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). 
არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში. 

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.
კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო  # 4 - ში, ტელ: 299 92 00; 299 91 02
საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)  
ტელეფონი: 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 599 85 07 81 ელ. ფოსტა s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 577 407 539 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

Facebook Share
უკან