GNFC
კონკურსები

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის 2018 წელსწარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები - 20 11 2017
Slider Image


კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.
2017  წლის  20  ნოემბერს   ცხადდება კონკურსი  მოკლემეტრაჟიანი   ანიმაციური ფილმის 2018 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო   გზამკვლევი  გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც  ფიზიკური  ასევე  იურიდიული პირი.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 
დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად. 
ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს  250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს.  ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 3 (სამ) პროექტს. კომისია უფლებას იტოვებს მთლიანად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.
ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 15 წთ-ზე მეტი. 
კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ პროექტის ავტორთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.
პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროდიუსირს და ავტორის მიერ პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
1.განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2.იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი  (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან
3.ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);
4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
5.ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
6.ფილმის   სინოფსისი;
7.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
8. რეჟისორის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
9.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) და ჯგუფის წევრების ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
11.ხელშეკრულებები ფილმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან (მხატვარი, ანიმატორი);
12.პროდიუსერის მოტივაცია;
13.რეჟისორის ხედვა; 
14. ლოგლაინი;
15.ფილმის სცენარი;
16.ფილმის ვიდეო კადრირება;
17.ყველა მოქმედი გმირის ესკიზები 4 კუთხიდან: წინხედი, გვერდხედი,  გვერდხედი ¾, ზურგხედი;
18.ყველა ფონი (ფერში);
19.მთავარი გმირების მოძრაობის ანიმაციური სინჯები//რა ტექნიკით იქნება შესრულებული ფილმი - ვიდეო სინჯი
20.ფილმის ბიუჯეტი  (სურვილის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
21.ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
22.საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
23.თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული).
ეროვნული ფილმის ცნობა
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.  პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას. 
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2018  წლის 10 ივნისი წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.                                       

გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი. 
ალტერნატიული დაფინანსება
იმ შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული დაფინანსება წარმოდგენილია ფულადი ფორმით აღნიშნულ თანხაზე საჭიროა საბანკო გარანტიის წარმოდგენა. 
ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.

ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.

ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის   საშუალებით 2018  წლის  1 თებერვალი 18:00 სთ-მდე (ელექტრონულ აპლიკაციაში ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა კონკურსანტებს მიეცემათ  საკონკურსო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენამდე).
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  კინოცენტრში ბეჭდური  სახით  2018 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში  პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად. 

შეზღუდვები
ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც, ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე  კინოცენტრი არ მიიღებს იმ  რეჟისორთა პროექტებს,  ვისაც  მოგებული აქვთ კონკურსი და  ფილმის წარმოების პროცესში არიან. 

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.


გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

მისამართზე:ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 - ში,
ტელ:+995 32 2 999 200;        +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)
                                                   ტელეფონი:+995 577 955 250
                                                   ელ. ფოსტა:n.kukhalashvili@gnfc.ge

                                                   მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)
                                                   ტელეფონი:+995 577 40 75 39
                                                   ელ. ფოსტა:m.meladze@gnfc.ge
                                           
                                                   სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)
                                                   ტელეფონი:+995 599 85 07 81
                                                   ელ. ფოსტა:s.danelia@gnfc.ge

                                                   გიგა ბერიაშვილი (ტექნიკური დახმარება)
                                                   ტელეფონი: +995 592 031 413 ელ. ფოსტა:    g.beriashvili@gnfc.ge 


Facebook Share
უკან