GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2017 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 13 11 2017
Slider Image


ეროვნული კინოცენტრის მიერ 2017  წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების
დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 46 პროექტი.
მეორე ტურში გადასულ 17 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:


1.,,ამბავი დუმბაძეებისა" (საპროდიუსერო კომპანია - სს ,,ქართული ფილმი’’,  რეჟისორი და  სცენარის ავტორი - რამაზ ხოტივარი ) -157 ქულა.

2.,,ცარიელი მაგიდა" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ვიზუალური ხელოვნების ცენტრი’’ ,  რეჟისორი და სცენარის ავტორი - გიორგი ქობალია  ) – 157 ქულა.

3.,,მარქსის ქუჩა 12" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,სტუდია კედარი’’,  რეჟისორი და  სცენარის ავტორი -  ირინე ჟორდანია ) – 155 ქულა.


4.,,კრიმანჭულის ქურდები" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,, აბკსტუდია’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი - ხათუნა ხუნდაძე ) – 154 ქულა.

5.,,დევნილი"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ნალი’’ ,  რეჟისორი - ირაკლი სოლომანაშვილი  , სცენარის ავტორი - ირაკლი სოლომანაშვილი, თათია იობაია )-153 ქულა.

6.,,ღამის მორიგე" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,პრედატორ ფილმი’’  ,  რეჟისორი - ნატო გაბუნია, გრიგოლ ჯანაშია ,   სცენარის ავტორი - ნატო გაბუნია, გრიგოლ ჯანაშია  )   - 153 ქულა.

7.,,ცუდი ხალხი"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს  ,,20 steps productions’’ ,  რეჟისორი - გიორგი თავართქილაძე , სცენარის ავტორი - გიორგი თავართქილაძე, ვლადიმერ კაჭარავა) -149 ქულა.

8.,,ბავშვი"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,მილიმეტრ ფილმი’’ ,  რეჟისორი და  სცენარის ავტორი - დავით ფირცხალავა )   - 148 ქულა.

9.,,გადასასვლელი"   (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,Film Asylum’’ ,  რეჟისორი და სცენარის ავტორი -  ალექსანდრე ნავერიანი )  - 148 ქულა.

10.,,დამლაშებული პირსახოცები"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,თეიქს ფილმი’’ ,  რეჟისორი -ალექსანდრე ქვირია ,  სცენარის ავტორი - ალექსანდრე ქვირია, ნესტან კვინიკაძე ) -148 ქულა.

11.,,ზაფხული"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,თეიქს ფილმი’’ ,  რეჟისორი და სცენარის ავტორი - გიორგი მუხურაძე )  - 146 ქულა.

12.,,სასტუმრო მირაჟი"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,პანიკა ფილმსი’’,  რეჟისორი და სცენარის ავტორი -  გურამ ბაქრაძე )  - 145 ქულა.

13.,,მეხდაკრული"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,Film Asylum’’  ,  რეჟისორი და სცენარის ავტორი - გიორგი ქობალია  )  -  145 ქულა.

14.,,უსაზღვროდ"  (საპროდიუსერო კომპანია - ფ/პ ლუკა მგელაძე ,  რეჟისორი და სცენარის ავტორი - ლუკა მგელაძე )  - 145 ქულა.

15.,,აპოლონი" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,არტიზმი’’,  რეჟისორი და   სცენარის ავტორი - იოანე ფეზუაშვილი )  -142 ქულა.

16.,,ყელსაბამი"  (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,, ორნი’’  ,  რეჟისორი - ლევან შუბაშვილი , სცენარის ავტორი - ლევან შუბაშვილი, არჩილ შუბაშვილი )   - 138 ქულა.

17.,,მაშველი"  (საპროდიუსერო კომპანია - ფ/პ ნიკოლოზ აბრამაშვილი ,  რეჟისორი და სცენარის ავტორი -  გიორგი ცხვედიანი  ) -   135 ქულა.

   
კონკურსში მონაწილე  46 (ორმოცდაექვსი) პროექტის განხილვისას საექსპერტო კომისიამ საინტერესოდ მიიჩნია პროექტების დიდი რაოდენობა.  საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკონკურსო ფონდის გაზრდის თაობაზე. შესაბამისად დაფინანსდა 14 (თოთხმეტი) პროექტი. თითოეული პროექტის ბიუჯეტი საექსპერტო კომისიის მიერ შეთანხმებულია პროექტის პროდიუსერთან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა საკონკურსო ბიუჯეტის გაზრდა, შესაბამისად ბიუჯეტში შევიდა შემდეგი ცვლილება: 
,,მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2017 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 23.06.2017 წლის #154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 13.11.2017 წლის #292 ბრძანებით ცვლილება შევიდა კონკურსის ბიუჯეტში და საკონკურსო ფონდი განისაზღვრა 505 000 (ხუთასხუთი ათასი) ლარით. 
დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

1.პროექტი - ,,ამბავი დუმბაძეებისა’’ დაფინანსდეს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით;

2.პროექტი - ,,ცარიელი მაგიდა’’ დაფინანსდეს - 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარით;

3.პროექტი  - ,,მარქსის ქუჩა 12’’ დაფინანსდეს - 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარით; 

4.პროექტი - ,,კრიმანჭულის ქურდები’’ დაფინანსეს - 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარით; 

5.პროექტი - ,,დევნილი’’ დაფინანსდეს - 47 000 (ორმოცდაშვიდი ათასი) ლარით;

6.პროექტი - ,,ღამის მორიგე ‘’ დაფინანსდეს - 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარით;

7.პროექტი - ,,ცუდი ხალხი’’ დაფინანსდეს - 47 000 (ორმოცდაშვიდი ათასი) ლარით;

8.პროექტი - ,,ბავშვი’’ დაფინანსდეს - 41 000 (ორმოცდაერთი ათასი) ლარით;

9.პროექტი - ,,გადასასვლელი’’  დაფინანსდეს - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

10.პროექტი - ,,დამლაშებული პირსახოცები’’ დაფინანსდეს - 30 000 ( ოცდაათი ათასი) ლარით; 

11.პროექტი - ,,ზაფხული’’ დაფინანსდეს - 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარით;

12.პროექტი - ,,სასტუმრო მირაჟი’’ დაფინანსდსეს -  39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარით;

13.პროექტი - ,,მეხდაკრული’’ დაფინანსდეს - 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარით;

14.პროექტი - ,, უსაზღვროდ’’ დაფინანსდეს - 31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარით;

კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!

Facebook Share
უკან