GNFC
კონკურსები

2017 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს კინომცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის - წერე ქართულ კინოზე! - 12 09 2017
Slider Image

წერე ქართულ კინოზე - კონკურსი კინომცოდნეებისთვის!


კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2017 წლის 12 სექტემბრიდან  აცხადებს კონკურსს. 
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის   სტუდენტებს. 
საექსპერტო კომისიაში  განაცხადი  წარდგენილი უნდა იყოს კინომცოდნეობის  სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის  სტუდენტის მიერ. 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი.

პირველ ადგილზე გასული  სტუდენტი დაესწრება ბერლინის  საერთაშორისო  კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და  სასტუმრო ხარჯებს. 
მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის  დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი). 
მესამე ადგილზე  გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის  დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი). 


საკონკურსო მოთხოვნები

კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1.განაცხადი;
2.ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელიც ადასტურებს, რომ  კონკურსანტი  არის კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
3.1 ესე;
4.პირადობის მოწმობის ასლი;
5.ბიოგრაფია - CV;
საკონკურსო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას  ელექტრონულად შემდეგ ელექტრონული  მისამართზე s.danelia@gnfc.ge  და ერთ ეგზემპლარად  ბეჭდური ვერსიის სახით;  
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის  10 ოქტომბერი,  17:00 სთ-მდე.

შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული კომისია. შემოსული ესეების მიხედვით კომისია გადაარჩევს იმ სტუდენტებს, რომლებსაც დაევალებათ რეცენზიების დაწერა, კომისიის მიერ შეთავაზებულ შვიდივე ფილმზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გადაღებული ფილმებიდან).
ფილმების ჩვენება გაიმართება  2017 წლის  12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე.

რეცენზიები ნანახ ფილმებზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ 2017  წლის 22 ოქტომბრიდან  22 ნოემბრამდე.   
კონკურსანტების მიერ  წარმოდგენილი რეცენზიები კომისიის მიერ განიხილება  2017 წლის 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე და გადაწყვეტილება სამი გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თბილისიის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წლის 10 დეკემბერს. 
  

სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 599 85 07 81      
ელ. ფოსტა:s.danelia@gnfc.ge 



Facebook Share
უკან