GNFC
კონკურსები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოურიერთობლივი წარმოების 2018 წელს დაფინანსების კონკურსის პირობები - 24 07 2017
Slider Image



კონკურსის მიზანი
2017  წლის  24 ივლისს  ცხადდება კონკურსი  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ერთობლივი  წარმოების 2018 წელს დაფინანსების მიზნით.
კონკურსში მონაწილე პროდიუსერი (თუ მისი პროექტი აკმაყოფილებს ამ კონკურსის პირობებს) ავტომატურად მონაწილეობს კოპროდუქციის სტატუსის მინიჭების პროცედურაში, რომელიც რეგულირდება „ევროპის კონვენციით კინემატოგრაფიულ კოპროდუქციაზე (1992 წლის 2 ოქტომბერი)’’   (იხ. www.gnfc.ge) და ეხება:
1.კოპროდუქციას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა ორი კოპროდიუსერი. 
2.კოპროდუქციას, რომელშიც ჩართულია სამი და მეტი კოპროდიუსერი.
3. კოპროდიუსერები, რომელიც არ არის კონვენციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელები და მათი მთლიანი წილი არ აღემატება ფილმის ბიუჯეტის  30%-ს.

საკონკურსო  დოკუმენტაციის მიღება  უნდა  განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით  იხ. ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ 
გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი  ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელსაც კონკურსში შემოსატან პროექტისათვის მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსების მინიმუმ 50% და ეს დასტურდება ხელშეკრულებ(ებ)ით ან სხვა დოკუმენტით.
თითოეული კოპროდიუსერის მინიმალური შენატანი ორმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში არ უნდა იყოს ფილმის ბიუჯეტის 20%-ზე ნაკლები და მაქსიმალური 80%-ზე მეტი.
მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში, მინიმალური შენატანი არ უნდა იყოს ფილმის ბიუჯეტის 10%-ზე ნაკლები, ხოლო მაქსიმალური 70%-ზე მეტი. 
მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში იმ კოპროდიუსერთა მთლიანი წილი, რომლებიც არ არიან  კონვენციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის ბიუჯეტის 30%-ს.
თითოეული კოპროდიუსერის მხატვრული და ტექნიკური წილის ნუსხა უნდა აკმაყოფილებდეს კონვენცით გათვალისწინებულ პირობებს.
ენა
კინემატოგრაფიული პროდუქციის საბოლოო ვარიანტი ან ფილმის ერთი ასლი უნდა შეიქმნას ქართულ ენაზე.
კოპროდუქციის სტატუსის მინიჭება
კოპროდუქციის სტატუსის მინიჭებისას იმ ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც მინიმალური ფინანსური შენატანი აქვს პროექტში, არ უნდა წარადგინოს თავისი თანხმობა, სანამ ასეთი მოთხოვნით არ მიმართავს ქვეყანა მაქსიმალური შენატანით.
ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს  500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს მთლიანად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.   
ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს  70 წთ-ზე ნაკლები.
კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ კონკურსანტთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.
პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.
სავალდებულო დოკუმენტაცია
1.განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2.განმცხადებლის ან განმცხადებელი ორგანიზაციის დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი;
3.ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (განახლებული);
4.განმცხადებლის გადასახადის გადამხდელის მოწმობა (განახლებული).
5.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
6.რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
7.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
8.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი)
პირადობის მოწმობის ასლები, ბიოფილმოგრაფიები და კოორდინატები;
9.პროდიუსერის მოტივაცია;
10.რეჟისორის ხედვა;
11.LOG LINE,  მოკლედ ერთი წინადადებით აღწერეთ, რის შესახებ არის ფილმი;
12.სინოფსისი (1 გვერდამდე);
13.პროფესიონალურად და ტექნიკურად გამართული ფილმის სცენარი;
14.ფილმის ბიუჯეტი  (სურვილის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
15.ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
16.საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
17.ტექნიკური და მხატვრული წილის ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან.
18.ხელშეკრულებები (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული
19.პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს პროექტის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტები და ხელშეკრულებები.
20.კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული). ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს:
დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ;
დებულებებს, რომლის მიხედვითაც მხარეები წინასწარ ათანხმებენ ნეგატივების ან/და ციფრული ვერსიის ორიგინალის შენახვის ადგილს და გარანტიებს მის თავისუფალ ხელმისაწვდომობაზე;
დებულებებს თითოეული კოპროდიუსერისათვის სურათის ორიგინალისა ან/და ციფრული ვერსიის ერთობლივ  მფლობელობაზე;
დებულებებს თითოეული კოპროდიუსერისათვის დუბლ. ნეგატივის ან სხვა სახის დუბლიკატის გარანტირებული უფლების შესახებ.
21.თუ მაქსიმალური წილის მფლობელი არ არის ქართველი კოპროდიუსერი, მაშინ შემოტანილ პროექტს უნდა ქონდეს მინიჭებული კოპროდუქციის სტატუსი მაქსიმალური წილის მფლობელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მხრიდან.
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ  საშუალებით 2017  წლის  25  სექტემბერის  18:00 სთ-მდე; 
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  კინოცენტრში ბეჭდური  სახით  2017 წლის 29 სექტემბრის 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში  პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად. 
 
შეზღუდვები
კონკურსში მონაწილე პროდიუსერს მხოლოდ  ერთი  პროექტის წარდგენის უფლება აქვს.

ის პროდიუსერები, რომლებიც არ წარმოადგენენ საკონკურსო პირობების შესაბამის პროექტს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების კონკურსში.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივნისისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.
კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის 100% უნდა დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მომსახურეობა ან/და საქონელი მიღებული უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ის ან საქართველოს მოქალაქ(ებ)ისგან.
ეროვნული კინოცენტრი არ განიხილავს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს.
გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება წინასწარი შეთამხმებით გამოცხადებიდან ყოველდღე ეროვნული კინოცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე:
მისამართი:ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4,
ტელეფონი:2999 200; 2999 102.
საკონტაქტო პირები:   
ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი:+995 577 955 250     ელ. ფოსტა:n.kukhalashvili@gnfc.ge 

მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 577 40 75 39     ელ. ფოსტა:m.meladze@gnfc.ge 

სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 599 85 07 81      ელ. ფოსტა:s.danelia@gnfc.ge 

გიგა ბერიაშვილი  (ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 592 031 413 ელ.ფოსტა:                   g.beriashvili@gnfc.ge  
          

Facebook Share
უკან