GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2018 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 17 07 2017
Slider Image

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2018 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების
დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 24
პროექტი.
მეორე ტურში გადასულ 6 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. ,,არმატურა’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,პანსიონატი’’ დირექტორი - ნოდარ ნოზაძე,
რეჟიოსრი - გიორგი ცქვიტინიძე); - 245 ქულა;
2. .,,მინდვრის ყვავილები’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,3003 ფილმ ფროდაქშენ’’ დირექტორის
მინდობილი პირი - აკაკი ტოგონიძე, რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე); - 239 ქულა;
3. .,,ჩემი სახლი ტყის პირას’’ (საპროდიუსერო კომპანია- შპს ,,ნუში ფილმი’’ დირექტორი - თეკლე
მაჭავარიანი, რეჟისორი - თამარ შავგულიძე); - 235 ქულა;
4. .,,სად მიდის ლიზა (ქართულ-აფხაზური დღიურები)’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,N&N’’
დირექტორი- ნანა ჯანელიძე, რეჟისორი - ნანა ჯანელიძე); -233 ქულა;
5. .,,ავთუშა’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ლე ხაინდრაო პროდაქშენ’’ დირექტორი - გიორგი
ხაინდრავა, რეჟისორი - გიორგი ხაინდრავა) – 221 ქულა;
6. .,,სამურაი დასვენების ჟამს’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ალამდარი’’ დირექტორი - ნინო
დევდარიანი, რეჟისორი - ლევან თუთბერიძე) – 219 ქულა;
,, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით კონკურსის
გამოცხადების შესახებ’’ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის
03.02.2017 წლის #41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის
ეროვნული ცენტრის დირექტორის 14.07.2017 წლის #178 ბრძანებით ცვლილება შევიდა კონკურსის
ბიუჯეტში და საკონკურსო ფონდი განისაზღვრა 1 080 000 (მილიონ ოთხმოცი ათასი) ლარით.
საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით დაფინანსდა შემდეგი სამი პროექტი:
• პროექტი - ,,არმატურა‘‘ დაფინანსდეს – 470 000 (ოთხასსამოცდაათი ათასი) ლარით;
• პროექტი - ,,მინდვრის ყვავილები’’ დაფინანსდეს – 470 000 (ოთხასსამოცდაათი ათასი) ლარით;
• პროექტი - ,, სახლი ტყის პირას’’ დაფინანსდეს - 136 854 (ას ოცდათექვსმეტი ათას
რვაასორმოცდათოთხმეტი ) ლარით;
კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებული პროექტების ავტორებს!
Facebook Share
უკან