GNFC
კონკურსები

ანიმაციური ფილმის 2017 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები - 23 06 2017
Slider Image

 
 
ანიმაციური ფილმის 2017 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ანიმაციური ფილმის  პროექტის განვითარების დაფინანსება.
2017  წლის  23 ივნისს  ცხადდება კონკურსი  ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე.
კონკურსი ითვალისწინებს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტების განვითარებას.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო   გზამკვლევი  გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
საექსპერტო კომისიაში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის გადასახადის გადამხდელი, როგორც  ფიზიკური  ასევე  იურიდიული პირი. პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბიუჯეტი
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს. 
კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ კონკურსანტთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.
პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია
1.აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2.იურიდიული პირებისათვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული)         მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; 
3.ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და  არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);
4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
5.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
6.ფილმის ავტორთა და ჯგუფის წევრების (მხატვარი,ანიმატორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
7.რეჟისორის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
8.პროდიუსერის მოტივაცია;
9.რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
10.ფილმის სცენარი (სამუშაო ვერსია);
11.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან, რომელთა მიხედვითაც  დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
12.ლოგლაინი;
13.ფილმის მოკლე სინოფსისი 1 გვერდამდე;
14.პერსონაჟის დიზაინი ფერში, სადაც პერსონაჟის ხასიათი და ვიზუალური სტილი იქნება ნაჩვენები;
15.პერსონაჟის ჩანახატები მოძრაობაში (მინიმუმ სამი);
16.ფილმის ვიზუალური კონცეპტი (სამი ნახატი);
17.პროექტის განვითარების ბიუჯეტი.

განვითარებული პროექტი
გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2017 წლის 16 ოქტომბრისა კინოცენტრს ჩააბარონ:

1. სთორიბორდი (დეტალური კადრირება);
2. ანიმაციური თიზერი;
3. ლოგლაინი;
4. სინოფსისი;
5. დასრულებული სცენარი;
6. პერსონაჟების განვითარებული ვიზუალი;
7. ფილმში გამოყენებული ნივთების ესკიზები;
8. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
9. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების გრაფიკი).

ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ  საშუალებით 2017  წლის  24 ივლისის 18:00 სთ-მდე; 
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  კინოცენტრში ბეჭდური  სახით  2017 წლის 26 ივლისის 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში  პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად. 
შეზღუდვები
ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა (პროდიუსერი და რეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე  კინოცენტრი არ მიიღებს იმ  რეჟისორთა პროექტებს,  ვისაც  მოპოვებული აქვთ დაფინანსება  და  ფილმის წარმოების პროცესში არიან. 

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსში.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

მისამართზე:ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 - ში,
ტელ:+995 32 2 999 200;        +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები:           ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი:+995 577 955 250
ელ. ფოსტა:n.kukhalashvili@gnfc.ge
სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 599 85 07 81
ელ. ფოსტა:s.danelia@gnfc.ge
მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 577 40 75 39
ელ. ფოსტა:m.meladze@gnfc.ge








Facebook Share
უკან