GNFC
კონკურსები

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადება - 20 06 2017
Slider Image

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წლის წარმოების კონკურსის საექსპერტო კომისიაში და კომისიის სხდომის ჩატარების თარიღში შევიდა ცვლილება:  

გაცნობებთ, რომ კომისიის წევრმა დავით ჩუბინიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა საექსპერტო კომისია, რომელიც ჩაანაცვლა სცენარისტმა დათა ფირცხალავამ. ამასთანავე, საექსპერტო კომისიის წევრების თხოვნით, პროექტების საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, საჭირო გახდა კომისიის სხდომის  ვადის გადაწევა.

ამ ეტაპზე კომისიის სხდომის პირველი ტურის ჩატარების თარიღს ვერ ვასახელებთ, რადგან  ერთ-ერთი ორგანიზაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც ითხოვენ კომისიის ერთ-ერთი  წევრის უფლებამოსილების შეჩერებას. აქედან გამომდინარე, სანამ კინოცენტრი შეისწავლის შემოსული მოთხოვნის აღსრულების კანონიერებას, მანამდე პირველი ტურის შეკრების ზუსტი თარიღი უცნობი იქნება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მიმდინარე საკითხი სწრაფად მოგვარდება და კომისიის სხდომა  ივლისის შუა რიცხვებამდე განახლდება. (I ტურის ჩატარების თარიღს რამოდენიმე დღეში გაცნობებთ).  

Facebook Share
უკან