GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2017 წლის სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 05 06 2017
Slider Image

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2017 წელს სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 18 პროექტი. 

მეორე ტურში გადასულ 7 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. ,,ხე’’ (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ ,,საქდოკ ფილმი"  დირექტორის მინდობილი პირი - სალომე ჯაში, რეჟისორი - სალომე ჯაში); - 150 ქულა.
  2. ,,დაკარგული რვანახევარი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ნალი''დირექტორი - ირაკლი სოლომანაშვილი, რეჟისორი - ვახტანგ ვარაზი).- 152 ქულა.
  3. ,,მიუსაფარი" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,საავტორო ფილმების სტუდია"დირექტორი - ზურაბ ინაშვილი, რეჟისორი - ზურაბ ინაშვილი). – 140 ქულა.
  4. ,,მომავალი მომავლის შემდეგ" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ბათუმის საავტორო ფილმების სტუდია"დირექტორი- ზაზა ხალვაში, რეჟისორები: - თამთა და სალომე ხალვაშები). – 132 ქულა.
  5. ,,მომთაბარე" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,პანსიონატი" დირექტორი - ნოდარ ნოზაძე, რეჟისორი - ირაკლი მეტრეველი). – 140 ქულა.
  6. ,,წინ წინაპრებისკენ’’  (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ ,,დიაფილმი’’  დირექტორი -შორენა თევზაძე, რეჟისორები: - შორენა თევზაძე, გიორგი ფრიდონიშვილი). – 135 ქულა.
  7. ,,უკანასკნელი მოსახლე" (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,Digital Kitchen Studio" დირექტორი - გიორგი თავართქილაძე,  რეჟისორი - გურამ ასათიანი); - 123 ქულა.


საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით დაფინანსდა შემდეგი ექვსი  პროექტი:

  1.  ,,დაკარგული რვანახევარი’’  –  42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი;
  2.  ,,ხე” –  54  260 (ორმოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცი) ლარი;
  3. ,,მომთაბარე’’  - 74 675 (სამოცდათოთხმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარი;
  4. ,,მიუსაფარი"  - 27 129  (ოცდაშვიდი ათას ას ოცდაცხრა) ლარი;
  5. ,,მომავალი მომავლის შემდეგ"  - 49 936 (ორმოცდაცხრა ათას ცხრაას ოცდათექვსმეტი ) ლარი; 
  6. ,,წინ წინაპრებისკენ!’’ - 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი .


ეროვნული კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებული პროექტების ავტორებს!

Facebook Share
უკან