GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრი ანსის და ნიქოზის საერთაშორისო კინოფესტივალებთან ერთად ავხადებს კონკურსს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე - 10 03 2017
Slider Image

ეროვნული კინოცენტრი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზი და MIFA Campus  (ასის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი) აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 4 აპრილი. 

კონკურსის შედეგად MIFA Campus -ის მიერ საქართველოდან შეირჩევა 6 მოკლემეტრაჟიანი (5-10 წთ.) ანიმაციური ფილმის პროექტი.

კინოცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვა ანსის ფესტივალის მიერ შერჩეული პროდიუსერი, რომელიც 2017 წლის  10 აპრილიდან - 14 აპრილის ჩათვლით, შერჩეულ 6 პროექტის ავტორს, 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს. 

ტრენინგების შედეგად, MIFA Campus -ის მიერ გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც ანსის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „პიჩინგით" წარსდგება.

მონაწილის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო საცხოვრებლით და ანსის ფესტივალის აკრედიტაციით უზრუნველყოფს ანსის ფესტივალი.

დეტალური ინფორმაცია საბუთების შემოტანასთან დაკავშირებით და განაცხადის პირობები გთხოვთ იხილოთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე.

პროექტები ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: 

s.danelia@gnfc.ge
l.lomjaria@gnfc.ge

Facebook Share
უკან