GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები - 27 12 2016
Slider Image

27 დეკემბერს გამოვლინდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები.

კონკურსის II ტურში ქულები განაწილდა შემდეგნაირად:

  1. ,,ანტონი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,Georgian International Films’’ დირექტორი - მირზა დავითაია, რეჟისორი - ზაზა ურუშაძე) – 172 ქულა;
  2. ,,როგორ გავყიდოთ ომი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,20 steps productions’’ დირექტორი - ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი - რუდოლფ ჰერცოგი) – 166 ქულა;
  3. ,,ხიდი’’ (საპროდიუსერო კომპანია - ს.ს ,,ქართული ფილმი’’ დირექტორი - ოთარ ლითანიშვილი, რეჟისორი - ერეკლე ბადურაშვილი) – 154 ქულა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებას საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით მიიღებს მეორე ტურში  გასული სამივე პროექტი. 

,,ანტონი’’ – 340 000 ლარი;
,,როგორ გავყიდოთ ომი’’ – 330 000 ლარი;
,,ხიდი’’ – 180 000 ლარი

ეროვნული კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებული კონკურსანტების ავტორებს! 
Facebook Share
უკან