GNFC
კონკურსები

ეროვნული კინოცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი სცენარის განვითარებაზე - 09 09 2015
Slider Image

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2015 წელს სცენარის განვითარების დაფინანსების კონკურსი.

ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს.

2015 წლის 9 სექტემბერს ცხადდება კონკურსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დაფინანსების მიზნით.

კონკურსი ითვალისწინებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნას.

კონკურსი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს. ავტორებს აქვთ თავისუფლება თემის, ჟანრის, ეპოქის არჩევაში (დღევანდელობის ჩათვლით).

შესაძლებელია როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ადაპტაცია, ასევე ისტორიული ფაქტის ასახვა რეალურ თუ შეთხზულ, ცნობილ თუ უცნობ გმირთა თავგადასავალი. მთავარია აისახოს ადამიანის მსახურება იდეალისადმი.

 
 
 
 
 
 
 
Facebook Share
უკან