GNFC
კონკურსები

2015 წელს 21- ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები - 05 08 2015
Slider Image

კონკურსის მიზანი

2015 წლის 5 აგვისტოსცხადდება კონკურსი 21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების მიზნით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ იმ შემოქმედებითმა ჯგუფებმაც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ და უკვე დასრულებულ კონკურსში: ,,21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარება”.

კონკურსი ითვალისწინებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების (80 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობის) პროექტების განვითარებას.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს 75000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარს.

კომისია უფლებას იტოვებს არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი სრულად.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს 5 (ხუთ) პროექტს. თითო პროექტი დაფინანსდება 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

1.აპლიკაცია(ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);

2.იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (განახლებული);

3.ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);

4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;

5.ავტორების პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;

6.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი,) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;

7.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;

8.პროდიუსერის მოტივაცია და ხედვა პროექტის განვითარების შესახებ;

9.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);

10.რეჟისორის მოტივაცია და ხედვა;

11.რეჟისორის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);

12. მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);

13. სცენარის პირველი დრაფტი;

14.პროექტის განვითარების ბიუჯეტი;

15.სამუშაოების შესრულების გრაფიკი;

16.თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში);

წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 9 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით; ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

ვადები

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის24 ნოემბერი, 17:00 სთ.

 

 

კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენს კინოცენტრს დასკვნას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისშესახებ.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა (პროდიუსერი და რეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები და რეჟისორები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული).

 

 

განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2016 წლის 30 აპრილისა კინოცენტრს ჩააბარონ:

  1. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ლოგლაინი;
  2. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინოფსისი (1 გვერდამდე);
  3. პროფესიონალურად და ტექნიკურად დასრულებული ფილმის სცენარის მეორე ან მესამე დრაფტი (იხ. შენიშვნა);
  4. პროდიუსერის მოტივაცია და ხედვა;
  5. რეჟისორის მოტივაცია და ხედვა;
  6. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  7. ფინანსური გეგმა (საიდან შეივსება ფილმის სრული ბიუჯეტი);
  8. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების და პოსტ პროდუქციის ვადებს;
  9. თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა:

სცენარი პროფესიულად დაფორმატებული უნდა იყოს და შეესაბამებოდესთანამედროვე ამერიკულ ანევროპულ სტანდარტებს (გვერდის მინდვრები, ასოების ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები, ტექსტის განლაგება, გვერდის და ქრონომეტრაჟის შესაბამისობა). სცენარი შექმნილი უნდა იყოსპროგრამაში CELTX, FINAL DRAFT და სხვა ან WORD - ის ფაილში პროფესიულად აწყობილი და გამართული.

ყურადღება!

ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის მონაწილეებსმოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.

კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო # 4 - ში, ტელ: 299 92 00; 299 91 02

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 577 407 539 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 599 85 07 81 ელ. ფოსტა s.danelia@gnfc.
 
განაცხადის ფორმა
 
Facebook Share
უკან